ანოტაცია: ვახტანგ VI ძველი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების უაღრესად თვალსაჩინო წარმომადგენელია.ის იყო გონიერი სახელმწიფო მოღვაწე და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, სამშობლოს ნათელი მომავლისათვის თავდადებული მებრძოლი და მშობელი ხალხის გულწრფელი მოჭირნახულე, ღრმად განსწავლული მწიგნობარი და ღვაწლმოსილი მეცნიერი.