ანოტაცია: ერნო რომანში „კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ არ ღალატობს თავის ჩვეულ კლინიკურ სიმძაფრეს და დოკუმენტური სიზუსტით აღწერს დედის ავადმყოფობის ბოლო წლებს, დემენციით გამოწვეულ დეპერსონალიზაციას და ამის ფონზე მისი, როგორც შვილის, უჩვეულო პიროვნულ ძიებებსა და აღმოჩენებს. ანი ერნო, ერთი მხრივ, გარბის დედისგან, როგორც პატრიარქალური სამყაროს წყვდიადში ჩარჩენილი ხატებისგან, მაგრამ ამ გაქცევას თან გასდევს სიყვარულის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, გაგების მტანჯველი განცდა, რაც მუდმივად უკან,... აბრუნებს...