ანოტაცია: წიგნი, რომელსაც პუბლიცისტიკით შეზავებული ავტობიოგრაფიული რომანისა და ისტორიული ესსეს ნაერთს დავარქმევდი, 90-იანი წლების ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველანაირი დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ის თავს უყრის ერთი ჟურნალისტის თვალით დანახული აფხაზეთის ომის ქრონიკებს, პირად გამოცდილებას, შერწყმულს წლების წინანდელი ვითარების ხელახალ შეფასება-გააზრებასთან და გამდიდრებულს კონკრეტული ამბებით, ომის უშუალო მონაწილეებისგან აღებული ინტერვიუებით.