ანოტაცია: წიგნი წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების რჩეულს, თანამედროვეთა მოგონებებს, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცულ იშვიათ დოკუმენტებს, კომენტარებით.
კრებულს ახლავს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ლიტერატურული პროცესების და შემოქმედებითი გარემოს მიმოხილვა, სათაურით, „მოდერნისტული ტფილისი“.კრებულის ვიზუალური მხარე, საარქივო ფოტოებსა და ხელნაწერებთან ერთად, მოიცავს სპეციალურად ამ გამოცემისთვის გადაღებულ მემორიალურ ადგილებს ქუთაისსა და თბილისში. ზოგიერთი მასალა ქვეყნდება პირველად.