ანოტაცია: ეპიკური სკუდეტო. ამბავი და ცხოვრება იმ ბიჭისა, რომელიც მუდამ გაოცებული იღიმება; რომელიც ქალაქმა აირჩია საკუთარ სიმბოლოდ, რაინდად და ღირსების მცველად. ქალაქისაგან ნაჩუქარი სიყვარულის და ქალაქისათვის თავგანწირვის ამბავი. ფეხბურთთან დამშვიდობება და სიტყვა „მშვიდობით“, რომელმაც აატირა არა მხოლოდ რომას ტიფოზები, არამედ მთელი სპორტული სამყარო. რადგან ტოტი არის თითოეული რომაელის ცხოვრების ნაწილი.