ანოტაცია: დღიური ცოცხლად გადმოსცემს 20-იანი და 30-იანი წლების საბჭოთა ცხოვრების ავ-კარგს - უფრო ავს, ვიდრე კარგს. იოსებ მჭედლიშვილი თავიდანვე ანტირუსულად და ანტისაბჭოურად იყო განწყობილი. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიები იწვნია - 1921 წლის 9 მარტს, თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მეომართა დასაფლავებაზე წარმოთქმული ლექსის გამო დააპატიმრეს. გვიანი „მონანიების“ მიუხედავად, მან ეს დღიური შეინახა.