ანოტაცია: ელისაბედ ქსნის ერისთავის (1864-1949) ჩანაწერები შთამომავლებისთვის დატოვებული მეტად საგულისხმო მემუარებია, რომლის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ცნობილი ოჯახის შვილი იყო და თანადროული ელიტის შუაგულში ტრიალებდა. მოგონებები, რომლების ხანდაზმულ მემუარისტს ჩაუწერია, ქსნის ერისთავთა ერთგვარ საგვარეულო მატიანედაც შეიძლება მივიჩნიოთ. ფასდაუდებელია მისი ღირებულება დღეს, რადგან მემუარებში აღწერილი მოვლენები ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდებოდა.