ანოტაცია: წიგნი ბულგაკოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მისი გენიალური შემოქმედების სიყვარულმა შთამაგონა,განსაკუთრებით „მასტერ და მარგარიტამ“,რომელიც ჩემთვის კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა.რაც შეეხება ზღაპრული ინტონაციით დაწერილ პროლოგს,ინტონაცია შეცდომაში ნუ შეგიყვანთ.ამ კაცმა მართლაც 3 სრულიად განსხვავებული ცხოვრება გაიარა და ეს ყველაფერი ერთი პიროვნების თავს რომ არ გადამხდარიყო,თავისუფლად შეიძლებოდა 3 სრულიად განსხვავებულ სიუჟეტზე გვესაუბრა.ქვემოთ ვეცდები,მკითხველი ამაში დავარწმუნო.-ავტორისგან