ანოტაცია: წიგნი ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი მეცნიერის, ელინოლოგის, პაპიროლოგის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერების აღორძინებაში ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრის – გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის ნათელ ხსოვნას.არსებული პუბლიკაციებისა და დღემდე არაერთი გამოუქვეყნებელი საარქივო ჩანაწერის („მასალის“) გათვალისწინებით, ვრცლად მოხმობით, ავტორი მიზნად ისახავს მეტნაკლები სისრულით წარმოაჩინოს გრიგოლ წერეთლის პიროვნება და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.