ანოტაცია: გიორგი მაზნიაშვილის "მოგონებანი" მკითხველისათვის არა მარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად. ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა, რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისათვის, იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტკივნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ და სხვა.