ანოტაცია: „– შეუძლებელია ადამიანმა თავის თავზე სიმართლე გვიამბოს და ამ სიმართლემ მკითხველამდე მიაღწიოს. – მარკ ტვენის ეს შეგონება კარგახანია წავიკითხე და მაინც გავაგრძელე ჩემი სახელდახელო და სალექსთაშორისო ჩანაწერები: საკუთარ თავზე თუ არ წამომცდება ნახევარი სიმართლეც კი, სხვებზე ხომ მაინც ვიტყვი სრულ სიმართლეს?!“ – წერს წიგნის შესავალში ვახტანგ ჯავახაძე.ჩანაწერების კრებული მისი პირუთვნელი სიმართლითა და მოქალაქეობრივი ღირსებით დანახული ეპოქის, ცხოვრების, ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.