ანოტაცია: ალექსანდრე სულხანიშვილის "მოგონებები შეფიცულთა რაზმზე" მოგვითხრობს საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით "შეფიცულთა" რაზმის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ავტორი ამ რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი მებრძოლია. მისი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე დაყრდნობით, რისი მოწმე და უშუალო მონაწილეც თავადაა. ამდენად, წიგნი ძვირფასი ისტორიული წყარო და შენაძენია ქართული საზოგადოებისთვის.