ანოტაცია: რომანი "ჩერნობილის ლოცვა" (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა "უტოპიის ხმები უწოდა". ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება. "ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ",-ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.