ანოტაცია: 100 წლის წინ, 1915 წელს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პაოლო იაშვიმა შემოიკრიბა თანამოაზრები და...ქუთაისში დაიბადა ქართული სიმბოლისტური სკოლა - ცისფერყანწელები, რომლის მიზანი იყო ქართული ლექსის ევროპული რადიუსით გამართვა. ნინო ჩხიკვიშვილის ეს წიგნი პირველი მცდელობაა პოეტის მღელვარე ცხოვრებისა და ცისფერყანწელთა ეპოქის გაცოცხლებისა.