ანოტაცია: წიგნში გულწრფელადაა მოთხრობილი ყველა ის წინააღმდეგობა, რასაც აუტიზმის, ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში. აქ წაიკითხავთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის იბრძვიან და ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებებს, ანგრევენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს.