ანოტაცია: წიგნში შესულია 16 ადრესატთან გაგზავნილი 303 წერილი – 1910 წლიდან 1962 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. 19 ნოემბერს მწერალი უკვე გარდაცვლილია. ამ წერილებში ჩანს გრიგოლ რობაქიძის არა მხოლოდ ცხოვრებისეული გზა, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულის ბიოგრაფიაც. მათი მეშვეობით ვეზიარებით მოვლენების მწერლისეულ ჭვრეტას.
მისი წერილები დაგვიანებით მოვიდა ქართველ მკითხველამდე, მაგრამ, როგორც თვითონ იტყოდა, "მარადისობისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს".