ანოტაცია: ცა ღრუბლიანია. მოწყენილი დილაა. თბილა. წუხელიც ვტეხე ღამე, დამტვრეული ვდგები. ბოტანიკურშიც სიმშვიდეა, შაშვები თუ გადაიჭახჭახებენ ბუჩქიდან ბუჩქში. რეკენ მეტეხის ტაძრის ზარები, სიონი. ნარიყალაზე წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამრეკლოც ახმიანდა. ამაღამ ხომ შობაა. ღვთის შობა - ეს საკვირველებაა. მიუხედავად მძიმე ყოფისა, მიუხედავად იმისა, ადამიანებს მელანქოლია დაუფლებიათ, ეს აზრები მაინც აღვიძებენ იმედს.