ანოტაცია: მერაია უაიეთი განქორწინებული და მეგობრებისგან იზოლირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სრულიად დაცლილია სურვილებისა და მოტივაციისგან. იგი იმ თაობის ტიპური განსახიერებაა, რომელიც ჭარბმა თავისუფლებამ დააავადა და ემოციებისგან განძარცვა. ჯოან დიდიონის ეს პატარა რომანი გვიანდელი 60-იანი წლების ამერიკული ცხოვრების წესს აშიშვლებს და მთელი თაობის განწყობას წარმოგვიდგენს: საზოგადოება გაბეზრებულია, მოწყენილია, იმედგაცრუებულია, რაზეც ავტორი მკითხველს დაუნდობლად მოუთხრობს.