ანოტაცია: ოდესმე შეგიხედავს შენი ძაღლისთვის და დაინტერესებულხარ: ნეტავ რაზე ფიქრობს? დაფიქრებულხარ, მართლა არსებობს თუ არა მფრინავი თეფშები? გიფიქრია ცხოვრების საზრისზე ან გიცდია, არაფერზე, სულ არაფერზე გეფიქრა? საღი აზრი მოიშველიე და შენს გონებაში სრული გადატრიალების მოხდენისთვის მოემზადე, რადგან მალე ამ და სხვა სერიოზული საკითხების გამოკვლევას შევუდგებით. ეს ხან ჭკვიანური, ხან კი ძალიან სასაცილო იქნება!
კითხვა-პასუხის გარდა, წიგნში სახალისო ნახატებს, თავსატეხებსა და უცნაურ ციტატებსაც ნახავ.