ანოტაცია: თავსატეხების „დიდი რვეული“, რომელიც 100-ზე მეტ სახალისო დავალებას აერთიანებს, სრულად შეესაბამება 5-6 წლის ბავშვის შესაძლებლობებს.ლოგიკის, მეხსიერების, კონცენტრირებისა და მოტორიკის განმავითარებელ თავსატეხებთან ერთად, წიგნში მოცემული სავარჯიშოები – ასოებისა და ციფრების გამოწერა, სიტყვებში ნაცნობი ასოს პოვნა, გამოტოვებული ასოების ჩასმა, რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირება და მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება – ბავშვს თამაშ-თამაშით, ხალისით მოამზადებს სკოლისათვის.