ანოტაცია: გიტაცებს თავსატეხები, ჩახლართული კითხვები და გამოცანები? მაშინ, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა!
„სახალისო გამოცანები საზრიანი ბავშვებისთვის“ 130-ზე მეტ თავსატეხსა და გამოცანას აერთიანებს. მათი ამოხსნა, შესაძლოა, ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენოს, მაგრამ გონებას თუ დაძაბავ, პასუხსაც იოლად მიაგნებ. გახსოვდეს, შენი გონებისთვის გადაულახავი ზღვარი არ არსებობს.