ანოტაცია: ძნელია, წარმოვიდგინოთ იმ საგნის ზომა, რომელიც არასდროს გვინახავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ძალიან, ძალიან დიდია ან სულ ერთი ბეწო. ზოგჯერ გავზომავთ და ეს გვეხმარება... ზოგჯერ კი პირიქით, გაზომვით მიღებული შედეგი უაზროდ გვეჩვენება. ამიტომ, ზომის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, ჩვენთვის უცნობი საგნები ნაცნობს უნდა შევადაროთ.