ანოტაცია: შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი ქართულ ანბანს ეძღვნება. აქ ყველა ასო ზღაპრის პერსონაჟია, რომელთა სახალისო თავგადასავალი ძალიან დააინტერესებს პატარა მკითხველს. ეს წიგნი ბავშვებს არა მარტო ანბანის შესწავლაში დაეხმარება, არამედ აქ თავმოყრილი პატარ-პატარა ჯადოსნური მოთხრობებიდან ისინი უამრავ მხიარულ და, ამავე დროს, საგულისხმო ამბავს შეიტყობენ. სიუჟეტური რკალების შესაქმნელად ავტორმა გამოიყენა რეალური ამბები ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებიდან.