ანოტაცია: პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“. ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, ...