ანოტაცია: საბჭოთა კავშირში „ცხოველების ფერმა“ აკრძალული იყო – ბოლშევიკებმა ამ ნაწარმოებში საკუთარი თავი ამოიცნეს. თუმცა, იგივე შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებსაც, რადგან ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც მასობრივი დანაშაულები სამთავრობო სისტემამდე აღწევს, საბოლოოდ ტყუპი ძმებივით ემსგავსება ერთმანეთს. ეს წიგნი ჩვენი საზოგადოებისთვის გაფრთხილებად უნდა იქცეს. იგი ყველამ უნდა წაიკითხოს: ძველმა თაობამ იმიტომ, რომ არასოდეს დაივიწყოს, საიდან მოვდივართ.