ანოტაცია: „ცხოველების კარ-მიდამო“ – წიგნი, რომელშიც ალეგორიულად, თუმცა ძალიან მკაფიოდაა აღწერილი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. „თუკი თავისუფლების ცნება საერთოდ რაიმეს ნიშნავს, ეს, პირველყოვლისა, იმის უფლებაა, ადამიანს მისთვის არასასურველი სიმართლე პირში უთხრა.“ – წერს ორუელი 1945 წელს, „ცხოველების კარ-მიდამოს“ წინასიტყვაობაში. ამ სიტყვებით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი ამ წიგნის დაწერის მიზანსა და მის დანიშნულებაზე.