ანოტაცია: „გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა.