ანოტაცია: თომას მანი თავის ორ მოთხრობაში - „სიკვდილი ვენეციაში“ და ტონიო კრიოგერი“ - შეუდარებელი ოსტატობით განიხილავს მშვენიერების, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სიკვდილ-სიცოცხლის თემებს. ბიურგერულ საზოგადოებას არ შეუძლია ხელოვანის გაგება, ამდენად, ტონიო კრიოგერი მარტოსულია, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც უცხოა საზოგადოებისთვის. ცნობილი ხელოვანი გუსტავ აშენბახიც საზოგადოებას უპირისპირდება. მან მთელი სიცოცხლე ხელოვნებისა და სილამაზის მსახურებას მიუძღვნა და მაინც ვერ გაექცა ხელოვნების დეკადენტურობას.