ანოტაცია: პოლონური წარმოშობის დიდი ინგლისელი რომანისტი ჯოზეფ კონრადი მუდამ ორ რამეს ესწრაფოდა: სიმართლის თქმასა და ლამაზ ფორმას. „პირად ჩანაწერებზე“ მუშაობას კონრადი ისე მიუდგა, როგორც მორიგი ამბის წერას. თავისივე რეცეპტის მიხედვით, პირადული და ცოტაც იდუმალი ამბები შეურია და მკითხველისთვის ნაცნობ ფიქრებსა და შეგრძნებებს დაუკავშირა. სწორხაზოვან თხრობას თავი აარიდა და ამბავი ისე დაიწყო, როგორც პერსონაჟს შემოიყვანდა თავის რომანში.