ანოტაცია: „ბნელი ხეივნები“ ემიგრაციაში, 1937-1944 წლებში დაწერილი მოთხრობების კრებულია. ყველა მოთხრობა ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება, თუმცა რასაც მაშინ სიყვარულს უწოდებდნენ, თანამედროვე ენაზე მრავალნაირად ითარგმნება: ვნება, ღალატი, ტყუილი, ძალადობა…თავად ბუნინი ამ კრებულს თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და, შეიძლება არც თუ ტყუილად, რადგან ქრონოლოგიურად დალაგებული მოთხრობები მისი არა მხოლოდ როგორც ავტორის, არამედ ადამიანის, კაცის ზრდის დინამიკასაც მიჰყვება...