ანოტაცია: რომანის მოქმედება ხდება XIX საუკუნის ბოლოს პოლონეთში – ლუბლინსა და ვარშავაში. მთავარი გმირი, იაშა მაზური მაგია – პოლონეთში სახელგანთქმული მეფოკუსე, აკრობატი, ცხოველების მწვრთნელი, ჰიპნოტიზიორი. მას შეუძლია სხვისი აზრების კითხვა, ნებისმიერი საკეტის გაღება, კედელში გავლა… პოლონელ ებრაელთა თემში გაზრდილი იაშა, რომელიც მისი თანამედროვე დასავლური მეცნიერებისა და ცოდნის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს, მუდმივად ორჭოფობს და ორ სამყაროს შორის იხლიჩება.