ანოტაცია: ზაზა ფაჩულია: „16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს.ის იყო ყველაზე ძლიერი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა – ყველაზე ძლიერი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ.