ანოტაცია: გივი მარგველაშვილი (1927 – 2020) – მწერალი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი – დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მამა, ტიტე მარგველაშვილი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იყო. რომან „მუცალს“ უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებთა შორის. ეს თხზულება 1991 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ხოლო მისი ქართული თარგმანი 2001 წელს გამოიცა. რომან „მუცალისათვის“ ამოსავალ ტექსტებად იქცა „მერანი“ და „ალუდა ქეთელაური“.