ანოტაცია: ხოსე მარტინეს რუისის, იგივე ასორინის, „ნება“, XX საუკუნის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური რომანი, რომელიც გულწრფელად მოგვითხრობს პატიოსანი, მართალი სიტყვის აუცილებლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ: რა ხდება მაშინ, როდესაც ქრება ადამიანის ნება, როგორ იჩენს თავს კულტურა, როგორც იმუნიტეტი, საერთოდ არის თუ არა სულიერება უნივერსალური საუნჯე... დიდი ესპანელი მწერალი, პიო ბაროხა, მასზე წერდა: „მე განმაცვიფრა რუისის სიტყვის სიმძაფრემ, სიმართლისადმი განუხრელმა პატივისცემამ.“