ანოტაცია: "მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს.