ანოტაცია: "ეს წიგნი ბიზნესის სტრატეგიის შესახებ არ არის. სტრატეგია წლის სეზონების მსგავსად იცვლება. ჰოდა, ამ წიგნში ბევრად უფრო მდგრად ცნებებზე ვიმსჯელებთ. ჩემი ყველა წარმატებისა თუ მარცხის სათავე, როგორც ჩემი ანტრეპრენერული მოგზაურობის, ისე ათასობით ინტერვიუს ჩატარების დროს, პრინციპების ერთობლიობაა. ეს პრინციპები გაუძლებს დროს, ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოგადგებათ და მოერგება ნებისმიერი ადამიანის ამოცანებს, რომელსაც მნიშვნელოვანი საქმეების კეთება სურს და უნდა თავადაც გამორჩეული გახდეს.