ანოტაცია: გახსოვს ალბათ, რომ ტომასს პატარა დრაკონი, ციმცი, ჰყავს. ტედს, კეტსა და კაისაც ჰყავთ დრაკონები − ცმუკია, ბროლა და მზისა. მათთან ერთად ყოველი დღე თავგადასავალია. ერთი ციმციმებს, მეორე ყინულს აფრქვევს, მესამე ცეცხლით ცას ფარავს. მათ გარეშე ცხოვრება მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ, შარს რომ არ გადაეყარონ, ერთ დღეს დრაკონები აუცილებლად უნდა გაუშვან. როგორ უნდა შეელიონ ონავარ მეგობრებს? სად უნდა გაუშვან? სად არის დრაკონების სახლი?