ანოტაცია: ცისფერთმიანი გოგონა ჰილდა ნამდვილი თავგადასავლების მაძიებელია, თუმცა ამბობს, რომ თავგადასავალი მას თვითონ პოულობს. ის დედას ერთად ერთ ლამაზ ხეობაში ცხოვრობს. თანაც ჯადოსნურში - ვის აღარ ნახავთ აქ: წყლის სულებს, ტროლებს, გიგანტებს, კუნძკაცასა და მის მეგობარ საყვარელ მელაირემს. ერთ დღესაც გოგონა იდუმალ უჩინარ არსებებს შეხვდება, ისინი ჰილდასა და დედამისს უბრძანებენ, სასწრაფოდ წავიდნენ ხეობიდან. ვინ არიან ისინი? რატომ ვერ ხედავს მათ ჰილდა? როგორ მოახერხებს ამ უცნაურ არსებებთან დამეგობრებას?