ანოტაცია: ჟიულ ვერნის ერთადერთი რომანი, რომელშიც მოქმედება ნაწილობრივ საქართველოში ხდება, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. მწერალმა ეს ფანტასტიკური სათავგადასავლო-იუმორისტული ისტორია შავი ზღვის გარშემო მოგზაურობის შესახებ 1883 წელს დაწერა. „კერპი ქერაბანი“ ამაღელვებელი, სახალისო რომანია. მისი მთავარი გმირი ქერაბანი მეგობრებთან ერთად ებრძვის დროსა და ბოროტებას, სდევნის ბანდიტებს, აწყდება უამრავ სირთულეს, როგორც შავი ზღვის გარშემო, ასევე აფხაზეთში,სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ლაზისტანში.