ანოტაცია: ეს წიგნი საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორისაა, არადა, ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. საბავშვო ჟურნალის რედაქტორმა რაიმე სახალისო ამბის დაწერა მთხოვა. შინ რომ მოვედი, ჩემი შვილობილი რაღაცას ხატავდა. რატომღაც, მეც ფანქარი ავიღე და კუნძულის რუკა დავხატე. მთებსა და ყურეებს უჩვეულო სახელები დავარქვი: ბინოკლის მთა, ბიზანანძის მთა და სხვ. ეს რუკა აწვდიდა საკვებს ჩემს გონებას... სწორედ ამ რუკამ დაუდო საფუძველი ,,განძის კუნძულის'' შექმნას.