ანოტაცია: ცნობილი ხუთეული ისევ კირინის კოტეჯში იკრიბება. ბავშვები და ძაღლი დროს სასიამოვნოდ ატარებენ: დადიან ზღვაზე, სანაპიროზე აწყობენ პიკნიკებს და შინ მხიარულად ბრუნდებიან. ერთ დღესაც ისინი გაიცნობენ მაწანწალა ჯოს, რომელიც არ მოსწონთ, და ცდილობენ, ახლოს არ გაიკარონ. ჯოს გაცნობიდან მალევე ცნობილ ხუთეულს საშიში თავგადასავალი ატყდება თავს. გაინტერესებთ, როგორ გაუმკლავდება ხუთეული მორიგ ხიფათს ან რა შუაშია ჯო? „ცნობილი ხუთეულის“ მეცხრე წიგნში მათ საოცარ ამბავს წაიკითხავთ.