ანოტაცია: "შიმშილის თამაშების" ისტორიაში პირველად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: გადარჩა ერთდროულად ორი მონაწილე. ქეთნის ევერდინმა და მისმა მეწყვილემ, პიტამ, კარგად იციან, რომ თავიანთი გამარჯვებით კაპიტოლიუმი განარისხეს და განაჩენი მკაცრი იქნება, მაგრამ თავიანთ ეჭვებს ვერავის უმხელენ – მშობლიურ მე-12 რაიონში "მშვიდად" ელიან მორიგ "თამაშებს", რომელშიც, წესების თანახმად, ახალ მონაწილეთა მენტორობა უნდა გასწიონ, თუმცა კაპიტოლიუმი წესებს ცვლის – მისი განაჩენი იმაზე სასტიკია, ვიდრე ამას ქეთნისი და პიტა ელოდნენ...