ანოტაცია: დავით აღმაშენებლის უკვდავი ნაწარმოების "გალობანი სინანულისანი" წინამდებარე გამოცემის მიზანია მკითხველებს, მათ შორის - ძველ ქართლ ენასა და ძველ ქართულ ლიტერატურაში ჩაუხედავ მკითველებსაც მივაწოდოთ ამომწურავად განმარტებული ტექსტი, რომელიც ამ თხზულების შინაარსის, მიზანდასახულეობისა და პოეტიკის სრულ გაგებას შეაძლებინებს. განმარტებებს ადგილ-ადგილ ახლავს საკუთრივ კვლევით არგუმენტაციაც, რომელსაც მოითხოვს შინაარსის გაგებისათვის საჭირო ესა თუ ის დებულება.