ანოტაცია: ამ საყმაწვილო ენციკლოპედიაში გაეცნობით როგორც მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, მათ წარმოშობასა და რიტუალებს, ისე შედარებით ნაკლებად გავრცელებულ თუ ჩვენთვის უცნობ სარწმუნოებებს. წიგნში ნახავთ ცნობებს მთავარი ღმერთებისა და მცირე ღვთაებების, რელიგიების ისტორიაში ნაკლებად ცნობილი მოვლენების, ათასწლეულების წინ გამქრალი სარწმუნოებების შესახებ. მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებით, ნახატებითა და რუკებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს დააინტერესებს.