ანოტაცია: არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს ულამაზესი წიგნი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის რჩეულ საბავშვო ლექსებს, რომლებზეც არაერთი თაობა გაიზარდა. ამ მხიარული, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ლექსების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ქართული საბავშვო პოეზია. ავტორმა კარგად იცის ბავშვების ფსიქოლოგია, ზუსტად ამართლებს მათ მოლოდინებს და წერს იმაზე, რაც პატარების ცხოვრებას ახალისებს, აფერადებს და საინტერესო სიახლეებით ავსებს.