ანოტაცია: თუ ყურადღებით გადაფურცლავ ამ წიგნს, იმოგზაურებ დროში − დინოზავრების ეპოქიდან კომპიუტერამდე და მიხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა. მაგრამ, იცოდე, თავისუფლებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვის უფლებებსაც გაუფრთხილდები. აბა, წარმოიდგინე, ზოოპარკიდან გამოშვებული ცხოველები ტყეში კი არ წავიდნენ, საბავშვო ბაღის ეზოში მოინდომონ განავარდება...