ანოტაცია: ბადრი მეგრელიშვილის საბავშვო ლექსები უბრალოებით არის გამორჩეული. მისი ენა კი მარტივი და ბავშვებისთვის ადვილადაა მისაწვდომი. წინამდებარე კრებული იმითაცაა საყურადღებო, რომ თითოეული ლექსი ავტორის მიერვეა დასურათებული, რომელთა ფერადოვნებაც პატარა მკითხველს კიდევ უფრო მეტად გაახალისებს და წარმოსახვის უნარსაც გაუფართოვებს.