ანოტაცია: შეიძლება, თითქმის 300 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი თანამედროვე იყოს
და მისი ნააზრევი მნიშვნელობას არ კარგავდეს? მგონი, ეს მართლაც,
შესაძლებელია − ასე სწამს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ გია
მურღულიას, აი, კიდევ რას ამბობს ის: „დიახ. გამაოგნებელი შოთა რუსთველი
რომ არ ვახსენოთ, ასეთი ნამდვილად დიდი ადამიანია სულხან-საბა ორბელიანი,
რომელსაც, ერთი ფრანგი მისიონერის, ჟან რიშარის, თქმის არ იყოს, მთელი
საქართველო „მამას“ უწოდებდა“.