ანოტაცია: პატარებისათვის! გააცანით პატარებს დიდი ადამიანები, მარტივად მოყოლილი ამბებით (ზღაპრად ნაამბობი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება.) - დემეტრე თავდადებული - ქართველი კაცის სულიერი სიმაღლის ნათელი განსახიერება, მეფე, რომელმაც თავისი გმირობით უდიდესი ზნეობრივი მაგალითი უჩვენა თანამემამულეებს. მან დაამტკიცა, რომ სამშობლოსათვის თავდადება საამაყო და ღვთისგან კურთხეული საქმეა.