ანოტაცია: ფრიდა კალო - მექსიკელი მხატვარი, უმეტესად ცნობილი თავისი ავტპორტრეტებით... ის არც ერთ მათგანზე არ იღიმება, ყოველთვის სერიოზულია და ოდნავ სევდიანიც, გამჭოლი, შავი თვალებით. მისი ნახატები მისივე სულის ანარეკლია - ხატავდა, უყვარდა, მხიარულობდა, დარდობდა და ავტოავარიის შემდგომ დახეიბრებული აუტანელ ტკივილებს უძლებდა. ""ავტოპორტრეტებს იმიტომ ვხატავ, რომ ხშირად მარტოობაში ვატარებ დროს. კიდევ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვიცნობ"", - ამბობდა და მართალიც იყო...